როგორ მუშაობს Passkey ვერიფიკაციის მეთოდი?

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
2 min readMar 11, 2024

--

მოდი, ვისაუბროთ Passkey-ზე — უნიკალურ იდენტიფიკატორზე, რომელიც ხელს უწყობს ბირჟაზე მომხმარებლის აქტივების უკეთ დაცვას.

Მთავარი

Passkey ( ან წვდომის გასაღები) არის იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება ბირჟის ფარგლებში მომხმარებლის ქმედებების ლეგიტიმურობის დასადასტურებლად.

● Passkey შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტორიზაციის, აქტივების მართვის, API გასაღებების, ანგარიშის უსაფრთხოების, სასაჩუქრე ბარათების შესაძენად და სხვა ფუნქციებისთვის.

ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების ინციდენტების უმეტესობა არ არის გამოწვეული რთული ტექნიკური შეტევების გამო. სინამდვილეში, მთავარი საფრთხე ოდნავ მარტივი მეთოდებიდან მოდის. მაგალითად, სოციალური ინჟინერია და დამადასტურებელი დოკუმენტების მოპარვა თავდამსხმელებს უამრავ შესაძლებლობებს აძლევს მიიღონ წვდომა სხვა ადამიანების ანგარიშებსა და რესურსებზე. საინტერესოა, რომ პაროლები, რომლებსაც მომხმარებელთა უმეტესობა იყენებს, არის მონაცემთა დარღვევის 80%-ზე მეტის მთავარი მიზეზი. და როდესაც საქმე ბირჟის პაროლს ეხება, სადაც მომხმარებლები ინახავენ თავიანთ აქტივებს, უსაფრთხოების საკითხებს არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ.

ასე რომ, ჩვენ გთავაზობთ ორფაქტორიანი ვერიფიკაციის ახალ მეთოდს, passkey -ს ჩვენს ბირჟაზე, რომელიც შექმნის მომხმარებლის დაცვის დამატებით დონეს.

რით არის განსაკუთრებული Passkey?

Passkey არის ავტორიზაციის ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს სისტემებზე წვდომას ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გამოყენებით, რაც მარტივ და სწრაფ შესვლას უზრუნველყოფს PIN-ით ან ბიომეტრიით, როგორიცაა თითის ანაბეჭდები ან სახის ამოცნობა, უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობიდან.

ეს უნიკალური იდენტიფიკატორი კიდევ ერთი, დამატებითი მეთოდია ბირჟაზე ორფაქტორიანი გადამოწმებისთვის და მუშაობს ისევე, როგორც პოპულარული TOTP (Time-Based One-Time Password)სისტემა, რომელსაც ბევრი იყენებს Google Authenticator-ის მსგავსი აპლიკაციების საშუალებით.

WhiteBIT პირდაპირ არ ინახავს და არ იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს. ეს მონაცემები რჩება ცალსახად შენახული მომხმარებლის მოწყობილობაზე და არასოდეს ტოვებს მათი მოწყობილობის უსაფრთხო ჩიპ ელემენტს.

Passkey-ს გასაღების მთავარი მახასიათებელია უსაფრთხოების ორი გასაღები: პირადი და საჯარო.A

● საჯარო გასაღები უნიკალური კოდია, რომელიც ეხმარება სერვისს, როგორიცაა ჩვენი WhiteBIT Exchange, ამოიცნოს შენი ავთენტიფიკატორი.

პირადი გასაღები რჩება მხოლოდ შენს ავთენტიფიკატორში; მასზე წვდომა სხვას არავის შეუძლია და ის საჭიროა შენი ქმედებების დასადასტურებლად.

როგორ მუშაობს Passkey WhiteBIT-ზე?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის სახსრებისა და მონაცემების უსაფრთხოება. ამიტომ, თანხების გამოტანის, WB კოდების შექმნის და მრავალი სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად, უნდა ჩართო 2FA-ს ერთ-ერთი ტიპი (Passkey ან TOTP).

შენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენო Passkey TOTP-ის დამატებისა და წაშლის ვერიფიკაციისთვის, და პირიქით, TOTP გამოიყენო Passkey დასამატებლად და წასაშლელად.

როგორ გავააქტიურო Passkey WhiteBIT-ზე?

ვებ ვერსიაში მის გასააქტიურებლად, შეასრულე რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:

1. შედი შენს WhiteBIT ანგარიშში და ანგარიშის პარამეტრებიდან გადადი უსაფრთხოების ჩანართში;

2. ღილაკზე „რედაქტირება“ დაწკაპუნებით აირჩიე „ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია“;

3. დააწკაპუნე “Manage Passkey” და შემდეგ “Continue”;

4. დაარეგისტრირე Passkey ავთენტიფიკაციის ერთ-ერთი მეთოდის არჩევით;

5. დაადასტურე წვდომის გასაღები შენს მიერ არჩეული მეთოდის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ერთ ანგარიშზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ 5 წვდომის გასაღები.

Passkey on WhiteBIT არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენი აქტივების უსაფრთხოებისთვის! გაიგე მეტი Passkey-ის შესახებ ჩვენს სტატიაში, დახმარების ცენტრში.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/