WhiteBIT x TradingView: კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ეფექტიანი ვაჭრობისთვის

WhiteBIT
WhiteBIT Georgia
Published in
2 min readFeb 29, 2024

--

თუკი იმ მომხმარებლებს შორის ხარ, რომლებიც ჩვენთან სპოტით ვაჭრობენ, სიხარულით გაცნობებთ, რომ WhiteBIT Tradingview-ს ბროკერებს შორის დაილისთა. კოლაბორაციის შედეგად, შესაძლებლობა გაქვს TradingView-ს ინსტრუმენტებით ისარგებლო და უფრო ეფექტიანად ივაჭრო. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი სტატიას.

გაუმჯობესებული სავაჭრო გამოცდილება

ორი კომპანიის ინტეგრაცია შესაძლებლობას გაძლევს ვაჭრობისას TradingView-ს პლატფორმის ინსტრუმენტები და WhiteBIT-ის სავაჭრო ბალანსი გამოიყენო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, სპოტ ვაჭრობისთვის კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტისა და ფუნქციონალის გამოყენებას შეძლებ.

კოლაბორაციის შედეგად შემდეგი უპირატესობებით ისარგებლებ:

  • 15+ ჩარტის ტიპი: შექმენი ჩარტები, რომლებიც შენს ინდივიდუალურ სტრატეგიასა და ვაჭრობის სტილს ემთხვევა;
  • ინსტრუმენტების შედარება: ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, გააანალიზე განსხვავებული აქტივები და მათი დინამიკა;
  • სხვადასხვა დროის პერიოდების ანალიზი: ბაზრის სრული სურათის უკეთ აღსაქმელად, გააანალიზე აქტივების ფასის ცვალებადობა სხვადასხვა პერიოდებში;
  • ფასის შეტყობინებები: შეტყობინებების საშუალებით მარტივად და სწრაფად გაიგე კონკრეტული აქტივების ფასის ცვალებადობის შესახებ;
  • ტექნიკური შეტყობინებები: ტექნიკურ ინდიკატორებზე დაყრდნობით შექმენი შენზე მორგებული შეტყობინებები, ადევნე თვალი მნიშვნელოვან სიგნალებს და მრავალი სხვა.

დაიწყე TradingView-ს გამოყენება დღესვე და ივაჭრე უფრო ეფექტიანად!

როგორ დავიწყოთ TradingView-ს გამოყენება?

ამჟამად, TradingView-ს უპირატესობებით სარგებლობას სპოტ ვაჭრობისას შეძლებ. თუმცა, წარმატებული ვაჭრობისთვის სხვადასხვა ტიპის ორდერებისა და TradingView-ს ინსტრუმენტების გამოყენებაც შეგიძლია.

როგორ დავუკავშირო პლატფორმა TradingView-ს:

  1. დარეგისტრირდი ჩვენს ბირჟასა და TradingView-ზე;
  2. გაიარე ვერიფიკაციის პროცესი ბირჟაზე და ჩართე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია(2FA);
  3. დარწმუნდი, რომ WhiteBIT-ის სავაჭრო ბალანსზე ვაჭრობისთვის საკმარისი თანხა გაქვს;
  4. შედი შენს TradingView ანგარიშზე;
  5. გადადი „ბროკერების“ გვერდზე და აირჩიე WhiteBIT;
  6. დააჭირე ღილაკს „ვაჭრობა“
  7. დააჭირე „დაკავშირებას“ WhiteBIT-ის გვერდით;
  8. დაადასტურე წვდომა ბროკერზე. აქტივების შესაძენად აირჩიე WhiteBIT-ით მონიშნული ჩარტები. ახლა შეგიძლია კომფორტულად ივაჭრო TradingView-ზე და მაქსიმალურად ისარგებლო პლატფორმით, შენი სავაჭრო ბალანსის გამოყენებით!

TradingView-სთან ინტეგრაციით უფრო ეფექტიანად გამოიყენებ სავაჭრო ინსტრუმენტებს ანალიზისთვის და შედეგად, შენი სავაჭრო სტრატეგიის წარმატების შანსებიც უფრო მეტად გაიზრდება.

ერთად დავაწესოთ ვაჭრობის დონე TradingView-თან ერთად! შემოგვიერთდი და ჩაერთე კრიპტო თავგადასავალში დღესვე!

TradingView — ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ფინანსური ბაზრებისა და სავაჭრო აქტივების ანალიზისთვის სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის: ჩარტების შექმნას, საბაზრო მონაცემების შესწავლას, ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზს, აქციებით, ფიატით, კრიპტოვალუტებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას სხვადასხვა პლატფორმებზე. გარდა ამისა, TradingView მომხმარებლებს ბაზრის სხვა მონაწილეებთან აზრისა და ანალიზის შედეგების გაცვლის საშუალებას აძლევს.

--

--

WhiteBIT
WhiteBIT Georgia

WhiteBIT is a crypto exchange platform. We guarantee security, reliability and lower fees for our users. Trade your way with us! https://whitebit.com/